300 არაგველი

ძვირფასო არაგველებო,
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით,

ყოველი თვის პირველ კვირადღეს 4 საათზე,

დეკანოზი მამა დიმიტრი (ბურდული),
სამების საკათედრო ტაძრის - ხარების ეკლესიაში,
ჩაატარებს
300 არაგველის ხატის პარაკლისს.

 

გთხოვთ მობრძანდეთ

 

ელდარ ხალიბაურის ფოტო
ელდარ ხალიბაურის ფოტო

1795 წლის 11 სექტემბერი. ღრუბლიან ჯანღიანი დღე საქართველოს ისტორიაში. ერეკლეს მცირერიცხოვან ლაშქარში იდგა სამასი მთიელი, სამასი არაგველი გლეხი, ესენი იყვნენ სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი უმამაცეს მთიელ ქართველთა, რომელთა შემწეობითაც ამდენი ბრძოლა მოეგო პატარა კახს. სამასი წყვილი, გაუტეხელი არწივული მზერა შეეჭრა ერეკლეს თვალებს. სამასი ვაჟკაცური მკერდი და მხარ-მკლავი ერთ ურყევ-უბზარავ კედლად შეკრულიყო და სწორედ მაშინ სამასმა ბაგემ ერთად იქუხა და სამას მკერდიდან აღმოხდენილი ფიცი, ვაჟკაცური და ლოცვის მაგვარი: “ ვფიცავ მეფეს და საქართველოს, ან გავიმარჯვოთ ან დავიხოცოთ!” ანდა იქნებ სწორედ ასე თქვეს არაგველებმა ეს წმინდა ფიცი. როგორც იგი წარმოიდგინა გრიგოლ ორბელიანმა

                              
                       “ თუ გაგვიწყრება ღმერთი და ვერა განვსდევნე

                              
                                                               
           მტრის ძალი,

                              
                           იყოს შერცხვენილ, ვინც ჩვენგან შინა წავიდეს

                              
                                             
                                 ცოცხალი!”

მიუხედავად თავგანწირული ბრძოლისა ქართველები დამარცხდნენ. სიკვდილს გადარჩენილმა სამასიოდე ქართველმა მეფის გარშემო სალტე შეკრა და სეიდაბადიდან ბრძოლით უკან დახევა დაიწყო. სათაყვანო გმირსა და საძულველ მტერთ შორის გაურღვეველ კლდედ აღიმართნენ უკანასკნელნი არაგველნი. მათ “კვლავაც მრავალნი მოსწყვიდნეს სპანი”. ერეკლემ თავისი გუნდით მიაღწია ავლაბრის ხიდს და სწორედ იმ ჟამს , სამუდამოდ აღესრულა დილითდიდებული უწმინდესი ფიცი უკანასკნელნი არაგველნი მათგანვე დაჩეხილ მტრის გვამთა გროვაზე ესვენნენ, შორიდან ნატყორცნი გმურებით მკერდშელეწილნი. საშინლად შეძრული მეფე ძლივს გაიყვანეს ხიდზე და ძალით გაატარეს იმ გზით, საიდანაც მის დასახსნელად ყველაზე დიდი ქართველი გმირნი ჩამოსულიყვნენ- საარაგვოსაკენ.

დავით ბატონიშვილმა ზარბაზნების საკეტები ახსნა და ხელიერთპირად ხევში გადაჩეხა, მერე სასწრაფოდ ქალაქს სამხრეთიდან შემოუარა და დამარცხებული პაპის გზას გაჰყვა ანანურისკენ

            კრწანისის ბრძოლა დამთავრდა

ჯერ კიდევ კვნესოდა კრწანისის ველი მტერ-მოყვარის გვამთა გროვებით დახერგილი და დამძიმებული.

            მათ შორის-სამასი არაგველი, სამასი წმიდა, ღვთაებრივი გმირი. ასე პატიოსნად წრფელად მოკვდნენ ისინი. ასე მოკვდნენ, რამეთუ სამარადჟამოდ უკვდავნი ყოფილიყვნენ.

1795 წლის სახსოვრად

აგერ ამოდგა აჩრდილი,
აკლდამის კარი გაიღო;
რა ფრიად შეწუხებულა,
ხელში ფრანგული აიღო...

მოჰგვარეს ლურჯი ტაიჭი,
ნალმა ძგრიალი გაიღო.
თვალთაგან ცრემლ-დანადენსა
სისხლი უცინის მკლავზედა,
მაინც არ ტყდება მოხუცი,
ხელი უვლია ხმალზედა;
გასცქერის ტფილისისაკენ,
აღშფოთებული ძალზედა;
იწვება ჩვენი ქალაქი,
ალი შემჯდარა ალზედა.

იქ მიშველება სწადიან,
თავს ესხმის გუნდი მტერისა;
უხმობს იმერთ და ამერთა,
ვისაც თავი აქვს შველისა.

მოუვლენ არაგველები, -
გულ-გადალევით ელისა.
სადა ჰყავს შავარდნის გუნდი,
ვაჟკაცნი ლომის ფერანი?
ტახტი დაუწვეს მეფესა,
ქვეყანა ქმნილა ვერანი.

სრულ სისხლით გადაბასრულან
მწვანე ივერთა ველანი.
ფარფაშობს აღა-მაჰმადი,
თამაშობს იმის მერანი.

სადაა ქართველთ ბიჭები,
ვით გასძლონ ამის მზერანი?
- ვაჰმე, სადა და სადღაა,
კრწანისზე გასწყდენ ყველანი.

უხმობს, უწოდებს მხედართა...
დადუმებულან ენანი...
თამარს და ვახტანგს მიართვეს
ტანზედ წყლულების თმენანი.

ვაჰ, რომ მათ შთამაოებას
დაგვეხშო ყურთა სმენანი:
სისხლის დაღვრასთან სწორად გვაჩნს
ქაღალდს ნათითხნი მელანი.


ვაჟა

1895 წ.

 

300 არაგველის ხატის დაწერის იდეა ბურდულებს ეკუთვნის

ხატმწერი - შოთა ცინცაძე

ხატმწერის ნამუშევრები ნახეთ აქ

 

 

300 არაგველის ხსენების დღე

 

11 სექტემბერი

სულთმოფენობიდან მე-18 შვიდეული. პარასკევი

24 სექტემბერი

ძველი სტილით

ახალი სტილით

წმიდათა მოწამეთა კრწანისის ბრძოლაში მომწყდართა 300 არაგველთა, სამღვდელოთა და საეროთა (1793).ღირსისა თეოდორა ალექსანდრიელისა (474-491); მოწამეთა: დიმიტრისა, ცოლისა მისისა ევანთიასი, და ძისა მათისა დიმიტრიანესი (I); მოწამეთა დიოდორესი და დიდიმოსი, ასურელთა; მოწამისა იასი, სპარსეთს ვნებულისა (362-364); ღირსისა ევფროსინესი (IX); ღირსისა სილუანე ათონელისა (1938).



საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის

წმინდა სინოდის

სხდომის ოქმი


27 ივნისი, 2008 წ.
ქ. თბილისი, საქართველოს საპატრიარქო
..........................................
VIII. წმიდა სინოდმა მოისმინა: უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II წინადადება ჩვენთა დიდთა წინაპართა, - გიორგი გურამიშვილის, მამა-შვილ კაკაბაძეების, 300 არაგველისა და კრწანისის ომში მოწყვეტილ სხვა გმირთა, - საერო და სასულიერო პირთა, - წმინდანად შერაცხვის შესახებ.
წმიდა სინოდმა განაჩინა: 1795 წ. კრწანისის ომში მომწყდარნი 300 არაგველნი და სასულიერო და საერო პირნი შერაცხილ იქნან წმიდა მოწამეებად.
დაიწეროს მათი ხატი, ტროპარ-კონდაკი, ცხოვრება და საგალობლები. მათი ხსენების დღედ დაწესდეს 11 (24) სექტემბერი.
ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას საპატრიარქოსთან შეთანხმებით, იზრუნოს კრწანისის ველის, როგორც თავდადების ადგილის, სათანადო მოწყობაზე.

 

არაგვის ხეობას ერეკლე მეორის ვაჟმა ლომისას ფიცი დაადებინა...

 

ზუსტად 215 წლის შემდეგ,  300 არაგველი ისევ თბილისისკენ მოემგზავრება

***

ბურდულები, ბუჩუკურები, ზაქაიძეები, ქავთარაძეები, ყველაიძეები, ბექაურები, აფციაურები, წიკლაურები, გიგაურები... მთიულ–მოხევეები: არაგველების შთამომავლები... არაგველები...


 

სვეტიცხოველი

საგვარეულო კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ნაზღაიძე

 

ხატმწერი შოთა ცინცაძე

 

 

ხატი საკურთხეველში შეაბრძანეს

 

24 სექტემბერს, 300 არაგველის ხსენების დღეს, ხატს თბილისში ჩამოვაბრძანებთ ჯერ კრწანისში და მერე სამებაში. აგრემც ღმერთი შეგვეწევა!

სამასნი არიან და სამას ლეგენდას 
ნათლის ანგელოზი მიუძღვის ცაში!!!

 

___________________________________________________________

რჩები მარად ჩვენს მეხსიერებაში და მადლიერებით სავსე                      გულებში, ჩვენო ქეთი (ლალი)

ქეთი ბურდული, (ა)იპ „ბურდულების საგვარეულო კავშირი“-ს გამგეობის თავმჯდომარეს მოადგილე, 300 არაგველის ხატის დაწერის იდეატორი
ქეთი ბურდული, (ა)იპ „ბურდულების საგვარეულო კავშირი“-ს გამგეობის თავმჯდომარეს მოადგილე, 300 არაგველის ხატის დაწერის იდეატორი

 

ბურდულის ქალო ქეთაო,

შენ გაახარე მლეთაო;

სამას არაგვლის ხატწერა

შენ დაგავალა ღმერთმაო.



საგვარეულოს დედაობა

ძლიერა გშვენის შენაო;

ქართველ ვაჟკაცთა გამზრდელთა

სამაგალითო დედაო.


3 მარტი 2013 წ.

სოლომონ ბაიაშვილი

 

 

სრული ფოტორეპორტაჟი იხილეთ აქ

________________________________________________________________

300 არაგველი

 

შვიდი სათემო შეგროვდა
დიდი არაგვის ხევისა,
ყოველ თემს ჰყავდა მოთავე,
დროშა მოჰქონდა რხევითა...

 ხალხური თქმულებების საფუძველზე მასალა შეაგროვა  ვანო კობაიძემ

 

გადმოტვირთეთ ან წაიკითხეთ დოკუმენტი

300_aragveli.pdf
Adobe Acrobat Document 102.6 KB

*********************************************************

ვაჟა ფძაველა - სიმღერა 1795 წლის სახსოვრად
krtsanisi.mp3
MP3 Audio File 1.2 MB
მ.აბრამიშვილი "300 არაგველი"
მ.აბრამიშვილი "300 არაგველი"

 

 

 

ჰეი თქვენ არგველებო

გაუმაძღარნო ომითა,
                                 თქვენს საფლავებთან მოსვლა და
      მუხლის მოდრეკა მომინდა,

  შავჩოხიანო ვაჟებო  ჭრილობა ხომ არ შეგხსნიათ 
ეს სისხლი არის თუ მართლა ყაყცოების ცეცხლია ,,აბა მაგრებმა გააგრძელონ’’

*********************************************************


სამასი თავდადებული გლეხი – სამასი არაგველი

ორასი წლის წინათ მეფობდა მეფე ერეკლე. სპარსეთის ხელმწიფემ მოსთხოვა მას ეცნო ის მეფეთა-მეფედ და ხარჯი ეძლია. მეფე ერეკლემ ცივი უარი შეუთვალა. სპარსეთის ხელმწიფემ შეჰკრიბა დიდძალი ჯარი და სწრაფად მოადგა თბილისსა. მეფე ერეკლემ მხოლოდ მცირეოდენი ჯარის მოგროვება მოასწრო. სპარსელები ერთი ოცად მეტნი იყვნენ ქართველებზე. ქართველ ჯარში ერია ერთი რაზმი, რომელიც შესდგებოდა სამასი ფშავ-ხევსურის და არაგვის-პირელი გლეხისაგან.

ომის დაწყების წინ ამ რაზმის მეომართ შეჰფიცეს ერთმანეთს: „თუ ბედმა გვიღალატა და ვერ დავძლიეთ მტრის ძალა, შერცხვენილი იყოს, ვინც ჩვენგანი ცოცხალი თავით შინ დაბრუნდესო; ან გამარჯვება მტერზე და ან სიკვდილი ბრძოლის ველზეო“. ეს ვაჟკაცური ფიცი ვაჟკაცურადვე შეასრულეს ჩვენმა რაზმელებმა. როცა აუარება სპარსელებმა სძლიეს პატარა ქართველ ჯარს, არცერთმა რაზმელმა მტერს ზურგი არ უჩვენა, არცერთი არ შეუშინდა სიკვდილსა, ყველანი ებრძოდნენ მტერს უკანასკნელის სისხლის წვეთამდინ და თავისი გმირული სული ყველამ ბრძოლის ველზე დალია, თბილისის ქვემოთ, კრწანისის ველზე.

იაკობ გოგებაშვილი

კრწანისი

_ ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან! _
ტირის წითელი ყაყაჩო.
_ ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან! _
ტირის კრწანისის ველი.
და ბრძოლის ველზე სისხლსა ღვრის
სამასი საკვირველი.
_ შემიშვით! _ ტირის ბებერი,
ქართლის ბებერი მგელი.
_ ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან! _
ჭიხვინებს თათრის ცხენი...
და ბრძოლის ველზე აგდია
სამასი საკვირველი.

                      გოდერძი ჩოხელი


გოდერძი ჩოხელის ფილმი "აღდგომა"

 გოდერძი ჩოხელი:

ჰეი, გამოდით ქართველებო!

საქართველოს უჭირს ძალიან,

გამოგვეშველეთ

დიდ ბრძოლებში ნასახელებნო.

გამოგვეშველეთ, არაგველებო!

„როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა"

 

300 არაგველზე წაიკითხეთ აქაქ, აქ

 

 

 

არაგველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ერთგულებით საქართველოსა და მის სათავეში მდგარი ბაგრატიონთა ათასწლოვანი სამეფო დინასტიისადმი. მათ განსაკუთრებით უყვარდათ ქართლ-კახეთის სახელოვანი მეფე ერეკლე II.

1795 წლის კრწანისის ბრძოლაში იარაღი აისხეს მთიულებმაც. მონაწილეობდნენ: „მლეთელნი, გუდამაყრელნი, ხანდოს ხეველნი, ჭართლელნი“. სულ 300 არაგველი შეკრებილა, ფიც - ვერცხლით შეკრულან და ისე მისულან ერეკლესთან. ცნობილია რაც მოხდა ბრძოლის ველზე, 300 - ვე არაგველი გმირულად დაიღუპა. სამწუხაროა, ნაკლებად იცის ისტორიამ ვინაობა იმ რიგითი გმირი მხედრებისა, რომლებიც მამულს საკუთარი მკერდით იცავდნენ.

ის რაც ისტორიამ ვერ გააკეთა, ხალხმა შემოუნახა შთამომავლობას. ფასანაურში მცხოვრებმა ხალხურმა მთქმელმა ვანო კობაიძემ მოაგროვა მოსახლეობაში გაფანტული თქმულებები და პოემა დაწერა „300 არაგველზე“ აქ მოხსენიებული ჰყავს გუდამაყრელი ვაჟკაცებიც.

 

ველტყიანებში გამოჩნდა რაზმი სწრაფ ჩამონაქროლი,

ვინ ჩამოგვრჩაო იკითხეს, ერთურთს გადასცეს ნათქომი,

მე ვიცან - იტყვის ციხელა - ბაკურხევლები არიან,

ორნი ერთ ცხენზე შემჯდარა თერთმეთტი ცხენოსანია,

ამბავი ხევსურებისთვის ნინიას მიუტანია,

ეგენიც ჩვენთან მოდიან და ჩვენთან მოუჩქარიათ.

ფიცხელაურს და გოგოჭურს მთაში იცობდა სუყველა,

ერთხელ მაგ ორმა ვაჟკაცმა, თურმე გზად 7 ლეკს უყელა

შვიდივეს ახსნეს აბჯარი ტყვედ წამოასხეს სუყველა...

აი მოვიდნენ კიდევაც ტკბილი სალმით და სიტყვითა;

„ჩვენც ისე დავსხებთ ჩვენ მტრებსა, ძმებო როგორც თქვენ იტყვითა“

ნინიამ შაგოტყობინა მაცნედ მოსულან სოფელჩი,

ცხენი წაექცა მოუკვდა, ვეღარც სხვა ვნახეთ ოხერში,

ესრეთ ვჯდით ორნი ერთს ცხენსა გამოხვეულნი ჩოხებში...

„საგზლად სულ დიკის პური გვაქვს, არაყი ქერსვილისაო,

დედები უნდა ვატიროთ შამოსეული მტრისაო

სამშობლოს არავის მივცემთ, არც ჩვენ გვჭირდების სხვისაო

არც არვის მფარველობა გვინდ, არც სწავლა სხვისა ჭკვისაო,

არც სხვისა თოფებ რაიმ გვინდ, არც ზათქი უცხო ყმისაო

ჩვენ ჩვენთავს თვითონ მოუვლით სიყვარული გვაქვს ღვთისაო

ურჯულოთ რჯული მივიღოთ, ჩვენი როგორღა ვიწამოთ?

მოვკვდებით სამშობლოსათვის არ გვეშინია მტრისაო,

მალამოდ გულზე გვეფინოს ჩვენი სამშობლოს მიწაო“.

 

გროვდება ფასანაურთან მთიულეთ-გუდამაყარი,

ქუდზე კაცს დაუძახებენ, წინ მოუძღვება ქავთარი,

მხარს დაუმშვენებს ბურდული, სწრაფია როგორც აფთარი,

- ნადიბაიძეს ჰკითხავენ - სად არის შენი ფარ-ხმალი?

- ჩემ ბიჭს მივეცი დილასვე, თან მომდევს ისიც აქ არი,

მე ნედლი კეტი გამოვჭერ, სატევარი მაქვს მაგარი.

აი შიოლაც გამოჩნდა, ფეხზე ვიხილეთ დამდგარი,

ორმოც წელს გადააბიჯა, მაინც არვინ ჰყავს ბადალი.

ეს ვინღა მოდის ნეტავი, მარტო რომ ჰკიდავ ხანჯალი?

ეგ არის მტრებს რომ მუსრავდის აქეთ მოჰქონდის ნადავლი,

ხევშელი გიგოლაია, მტრის სისხლით გაუმაძღარი.

აი ბოლონაც გამოჩნდა, ბექაურია გვარადა,

წინ მოუძღვება თავის რაზმს, არას დაიდებს ვალადა,

არ უღალატებს თავის ხალხს, განთქმული თვალად ტანადა

თან მოსდევს აფციაური, მძლეთა-მძლე თავის თავადა.

კარგად სცნობს მუსულმანებსა, იმათ ადრეცა ხმალავდა,

ცხენ კაცსა ჰკვეთდის შუაზე, ფარი ვერავის ფარავდა,

ცხენს შეირჩევდის მუხლმაგარს, მძიმე ვარ საზიდავადა.