გფარავდეთ ლომისის მადლი!

 

 

ლომისას წმიდა გიორგი - Св. Георгий /Ломиса/

ხატმწერი: შოთა ცინცაძე

Иконописец: Шота Цинцадзе

 

 

წმინდა გიორგი არის სიმბოლო გამარჯვებისა, სიმბოლო ვაჟკაცობისა და ძალისა. ლომისის წმინდა გიორგის ლოცვითა და მფარველობით ღმერთმა დიდი ძალა მოგცეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. მისი მეოხებით, ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო.

იმედი გვაქვს ღვთისა, რომ აუცილებლად მალე ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენ და სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი! 

  უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლოკოს- პატრიარქის ილია ||-ის ქადაგებიდან ლომისობის დღესასწაულზე.

 

XIX საუკუნის ბურდულები

ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, მლეთა, 2006 წლის 14 ივნისი

ლომისობა, მლეთა, 2023 წლის 7 ივნისი
ლომისობა, მლეთა, 2023 წლის 7 ივნისი

________________________________________

ხარი ლომისას თავზე შემჯდარი არაგველის ლომისის ყმების სახე-სიმბოლოს წარმოადგენს, მაშინ როდესაც 9 ოქროსო და ერთი ვერცხლის ვარსკვლავი კი - ბურდულების 9 ძმას და მათ ერთადერთ დას ასახიერებს

ჰერალდიკური გამოსახულების ავტორია იტალიელი მხატვარი ორაციო მეძეტი გახლავთ  Orazio Mezzetti

 

 

ლომისობა ადრექრიტიანული დღესასწაულია და დაკავშირებულია ქრისტიანულ სარწმუნოებასთან.

დეკანოზი დავით დათუაშვილი (წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძრვარი):

“მეცნიერმა სერგი მაკალათიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ლომისობის დღესასწაული მიეკუთვნება წინაქრისტიანულ პერიოდს, ანუ თითქოს თავისი საფუძვლით ეს დღესასწაული წარმართული გახლავთ და მიმდინარეობს წარმართული დღესასწაულის ელემენტებით.

ამის გარდა სხვა მოსაზრებებიც არსებობს. მაგალითად, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ასმათ ოქროპირიძე რომელიც ამტკიცებს, რომ ეს გახლავთ ადრექრისტიანული და არა წინაქრისტიანული, ანუ წარმართული დღესასწაული.

მისი მტკიცებით ასე ლაგდება ლოგიკურად:

“ქართლის ცხოვრებიდან” კარგად ვიცით წმიდა ნინოს ცხოვრება. როდესაც წმიდანი შემოვიდა საქართველოში და იქადაგა სარწმუნოება, იგი ავიდა მცხეთის მოპირდაპირე მთაზე, ილოცა და აქვე სასწაულებრივად გამოჩნდა ცაში ამაღლებული მბრწყინავი ჯვარი. ეს მოვლენა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, დღესასწაულად გამოაცხადა.

ნიშანდობლივია, რომ ლომისობის დღესასწაული ემთხვევა ამ დღეს. ქალბატონი ასმათის მოსაზრებით, სწორედ იმიტომ ემთხვევა ეს ორი დღესასწაული ერთმანეთს, რომ მთაში ქრისტიანობის გავრცელება ასეთი სახით მოხდა, სასწაულებრივი გამოჩენა ქრისტიანული სიმბოლო ჯვარისა, გადაეცა მთის ხალხს როგორც დღესასწაული უშუალოდ ქრისტიანობის სიძლიერისა, რომელიც ხალხური ტრანსფორმაციით განხორციელდა იმ წმინდანში, რომელიც ქრისტიანული მრწამსის მოწამეობრივად და მედგრად დამცველი იყო ანუ წმიდა გიორგის პიროვნებაში.

 

 

ბურდულების გვარის ინიციატივით დაიწყო მამულიშვილური საქმე: სოფელ არახვეთში გადავარჩინეთ უნიკალური ციხე-კოშკი. ამ საქმეში ჩართულობა ყოველი ბუდექართველის ვალია - გადავარჩინოთ ჩვენი წილი საქართველო!

ლომისის ყმების საიტს 2013 წლის ლომისობას 26 ივნისს 406 მნახველი ჰყავდა

ლომისის ყმების საიტს 2012 წლის ლომისობას 6 ივნისს 14 ქვეყნიდან 402 მნახველი ჰყავდ