ლექსები ლომისაზე

ღმერთო,  დიდი ლომისაო, გამარჯვებულო,

საქრისტიანო სალოცავო,

შენ დეეხმარე მუდამ შენ ყმასაო.

შენ შემხვეწართ, შენ მლოცველთაო,

წულგაჭირვებულსაო, წული გაუჩინეო. ათასად გაუხდინეო,

დალოცვილო უფალოო, ავადნაყოფი თუ ჰყავს

გაუსაღეო, ჯანსაღად დაუყენეო, 

შააძლებინე შენი სამსახური.

 

ოსეთს იყრება ლაშქარი

სალმი უძღვება წინაო,

გადვიდეთ მთიულეთშია,

ნაღვარევს დავდვათ ბინაო,

ვარჩიოთ ქალი და რძალი

სალმის მივართვათ წინაო,

ეგ მთიულებმა გაიგეს,

წელზე შაიბეს რკინაო,

შვიდი ათასი კაცისგან

შვიდი გაგზავნეს შინაო.

სალმის ხელები დააჭრეს,

თან გაატანეს შინაო,

ამბავი გადაუტანე,

შენს ძმებს ნაღვარევს ძინავსო.

- სალმი, მამიხველ მშვიდობით,

გადმამილალე ნადავლი?

-არც ნადავლ მამცეს მთიულთა,

ჩემი სინაიც (აქ; შვილი) იქ არის.

 

 

 

 

 

ლომისას ჯაჭვი ჰკიდია,
არავინ იცის, ვისია,
ბებერი ქალი ატირდა:
ეგ ჯაჭვი ჩემი ქმრისია,
სიკვდილის ჟამსა ნათქომი
დაბარებულიც მისია:
„ისეთმა ყმამა შაირტყას,
ვინც ხმარებისა ღირსია“.

 


 ჰოი დიდება და ღმერთსა დიდება,
დიდება და ჩვენ სალოცავსა,
პირველადა ღმერთი ვახსენოთ
ეგ უფრო და დიდებულია
მერე (და) ეგ ჩვენი ლომისა
ყველასთან წინდებულია

ხატო ცხოველო ცხოველო
შენს სალოცავად მოველო
მოსვლითაც მოგვეც წყალობა
წასვლითაც წაგვაყოლეო
წმიდა გიორგის კარზრდა ხე ალვად ამოსულაო,
გარშემო სხმია ყურძენი საჭმელად შემოსულაო,
მოსემ თქვა პატაშურთამან
ნეტავ დრო გამოსცვალაო
ჯაჭვით დაამბა სიკვდილი, ბორკილი ჩაუყარაო,
ხატბის ლოცვა მიყვარდა მლეთაში ლომისისაო,
კაიშაურთას დის ნახვა, ნაღვარევს ცოლისძმისაო,
დასთან მივდივარ სტუმრადა უნდა დავბრუნდე ჩქარაო
ოხერტიალი სიკვდილი ზედ გზაზე შემეყარაო
უსეთსა ჯკდეზედ გადმაგდო ჩახედვა დამეზარაო
(სისხლით შავღებე ჭალაო)............

 ეს ტექსტი ძალიან დიდია, თითმის აღარც ახსოვთ ამის სრული ვარიანტი :)
...
ფერხული იმართება ხატის გამობრზანებისას (კვირა დილით) და შებრძანებისას) შაბათს საღამოს :) ...
60-იან წლებში სიმღერა ფერხულისას სულ სხვანაირად ჟღერდა თურმე_სამ ხმაში და მთები ბანს ეუბნებოდნენ:) _ ეხლა კი მგონი ძირითადი მელოდიაც სუსტადაა შემორჩენილი..:(
აქ, ვიდეოზე ჩანს, ფერხულის დროს ნელა და ბარბაცით მოძრაობენ:))) _ ეს იმის მიზეზი არაა, რომ ნასვამები არიან:)) _ უბრალოდ, მანდ, სალოცავის წინ ძალიან მცირე ადგილია, ასევე დიდი დაქანებაა და ფეხი სხლტება :) ...
_ _ _

უფლის მადლი თქვენზე! :) ...

 

 

თია ბეგოიძის გვერდებიდან

 

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი მეუფე თადეოზი
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი მეუფე თადეოზი

ლომისის ხატობას
გზადაგზა ნათქვამი ლექსი

ფეხშიშველმან მუხლის მოყრით
ვინც ილოცა ლომისაო,
მერმე ჯავრი აღარ ჰქონდა
უთვლელ მტერთან ომისაო.
დრო არ დარჩა გადამთიელს
ჩვენს მიწაზე დგომისაო,
ქარმა შორიშორ წაიღო
ფოთლად შემოდგომისაო.
ვეფხვის მომრევ მოყმის ხელი,
როგორც ტორი ლომისაო,
შუბლში მოხვდა მოძალადეს,
გაქრა ბნელის ტომისაო.
ვინაც მამულს შეეწირა,
გამობრწყინდა მაღლითაო,
თვით უფალი შეეწიათ
ანათებენ მადლითაო.
ხარის რქებზე წმიდა სანთლებს
აანთებენ თრთოლვითაო...
ინეტარეთ დიდ ნათელში,
დაღლილებო ბრძოლითაო..."


მიტროპოლიტი თადეოზი

მოგვაწოდა ნათელა მძელურმა

2012 წლის ლომისობას ვულოცავ ყველას, ვისაც სწამს მისი დიდების

ვხედავ აღთქმულ სოფელს ,ვხარობ მოკრძალებით...
ამა ქვეყნად მყოფელს გრძნობა მოძალებით.
კავკასიის ფერდზე ლაღად გაჭიმულა
და დგას მისა გვერდზე ჯვარი ლომისურად.
ვხედავ მქროლვიარეს წმინდა გიორგია,
დრტვინავს მგლოვიარე ბრძენი გეორგია.
თეთრი არაგვია მადლი მთიულ წყლისა
სულმთლად აღუგვია წიგნი ხის და ცისა.
დიდი ლომისობა ხიდი ორი გზისა:
წარმართ ცხოვრების და ქრისტე ღმერთისა.
ლახტი კოპალასი, გმირი იახსარი,
მერე შეიცვალა ნელი სიო ქარით,
გავხდით სიონელნი ასლი წინაპართა,
მოვსპეთ ყველა ბრძენნი დარჩა ველი ქართთა,
დაიზრდებიანნო ლეკვნი კაი ყმათთა
სისხლს აიღებენო ჯვარზე გაკრულ ძმათთა.
ვხედავ ხევისბერი ლომისის ჯვრითა,
მოუხმობს საყმოს ღვთის საყვირითა:
„ხალხნო ჯამაათნო გვიმრავლოს კერია
ღმერთმა გვიდღეგრძელოს ქვეყნად ივერია.
დიდებით მოსჩანს გმირთა ანარეკლი
შენდობა იყოს სამასი არაგველის.
უკვდავების გზა ციურ ანბანით,
ამრავლოს მთაში ბავშვთა აკვანი..
როგორც მოწამენი ანთებულ სანთლით,
ქვეყნად არ მოგვიშალოს ლომისის მადლი..........
ხალხი შეკრებილა საკლავების რიგში
ჰკლავენ შესაწირავს და მიდიან ლხინში...
დეკანოზი ხმლითა სანთლით და ლოცვითა
ფერხისას მღერის ერიც და ბავშვიცა...
ერთვის ღვთიურ არაგვს სისხლის ნიაღვარი,
მოჩვენებას არ გავს ხედვა ამდაგვარი...
მოსჩანს თოთო ბავშვი, ხევისბერის მკლავში.
სისხლით ჯვარს უსახავს, რევს სათვალავში.
ამ ამბის მომსწრე სული ნათთდება,
იკვრება ღვთის წრე ჩნდება სამება...
ჩანს მყინვარწვერი დიდრონ მხარბეჭით,
ვით ბრძენი ბერი გვიმზერს ხან ეჭვით.
ცამდე ასულა მისი დიდება,
ვუმზერ და სულმთლად გული დიდდება.
არარა არის შემცვლელი მისი,
ვართ ბინადარნი სიცოცხლის ხისი..
გენი ძველებური, მაინც გმირის გულა,
ამა ქვეყნის მდგმური ვმღერი ლომისურად...

ლომისობა 1997 წელი მამუკა ბურდული

 

ოთარ ბურდული
ოთარ ბურდული

ოდიდ ძველთაგან, მთიულებს მოსდგავთ

მგლის სისხლით შეღებილ ტაძრების დაცვა.

დიდ ლომისას მთიულები დაპატრონებიან,

მგლის წესით ინახავენ თავის ტრადიციებს

მამაპაპულთ შემონახულს!

ლომისას ტაძარს მთიულები დაპატრონებიან,

უწინ მიუძღვით ბურდულთა არმია.

საბურდულეთი თურმე ლომისასი ყოფილა,

ლომისა კი მათ გადმოჰყურებთ

როგორც ანგელოზს მფარველად.

იცავენ წესებს, იცავენ ტაძარს,

და არ არღვევენ წინაპართ ადათს.

რადგან ლომისას აქვს მგლის წესი,

და მუდამ შერჩება ეს განაწესი!